воскресенье, 11 октября 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

     დღევანდელი ტრენინგი შემაჯამებელი ხასიათის იყო.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და კომენტარები,მივეცით შესაბამისი რჩევები, რომელიც გამოგვადგება მომავალში პროექტზე მუშაობისას.
  ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივში და შემდეგ ბლოგზე.
     მადლობა ჩვენს ტრენერს-ქალბატონ შორენას საინტერესო ტრენინგებისთვის და ჩვენთვის გაწეული დახმარებისთვის.


                             

суббота, 10 октября 2015 г.

მერვე დღის რეფლექსია

           ვიმუშავეთ წყვილებში,გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს, ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე,გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენებით,დავამატეთ ბლოგზე გვერდები და გაჯეტები და გავაკეთეთ ერთმანეთის ბლოგზე კომენტარები.

воскресенье, 4 октября 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ მოსწავლის პროექტების შეფასება და შეფასების რუბრიკები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად პროექტზე მუშაობისას. ვისწავლეთ მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში, მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა.
დღევანდელი ტრენინგი მომეწონა ვინაიდან იგი გამომადგება პროექტზე მუშაობისას.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად. ამისათვის ვიყენებთ ინფორმაციულ ტექნოლოგიებს; სკაიპს, სოციალურ ქსელებს, ბლოგს.
დღევანდელი ტრენინგი მომეწონა , ვინაიდან ეს ყველაფერი გამომადგება პროექტზე მუშაობისათვის .